გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი: უცხოეთიდან ზურგგამაგრებული კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ დღესაც არეულობის საშუალებით ცდილობს ხელისუფლებაში მოსვლას

11-10-2024

უცხოეთიდან ზურგგამაგრებული კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ დღესაც არეულობის საშუალებით ცდილობს ხელისუფლებაში მოსვლას და შემდეგ ქვეყნის ომსა და ქაოსში გახვევას. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ესაა ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, თუ რატომ სჭირდება საქართველოს, რომ 26 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც 12 წელია უკვე მარცხდება, სწორედ ერთიანობის ეშინია, ვინაიდან იციან, რომ „ქართული ოცნების“ დიდი უპირატესობით გამარჯვება მათი დასასრულის დასაწყისი იქნება. ივანიშვილის თქმით, მმართველი გუნდი, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის მემკვიდრე თუ სატელიტ პარტიებს ჯერ კონსტიტუციით აკრძალავს, შემდეგ კი ომის დანაშაულის გამო, ყველა მოღალატეს კანონის წინაშე მოუწევს პასუხისგება.


„სწორედ ამ ერთიანობის ეშინია კოლექტიურ „ნაციონალური მოძრაობას“ ყველაზე მეტად, რადგან „ქართულ ოცნებასთან“ და ქართველ ხალხთან უკვე 12 წელია უშანსოდ მარცხდება, ხოლო 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ დიდი უპირატესობით გამარჯვება მათი დასასრულის დასაწყისი იქნება – ჩვენ ჯერ კონსტიტუციით ავკრძალავთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტ თუ მემკვიდრე პარტიებს, რითაც გზას ახალ, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს გავუხსნით, შემდეგ კი, ომის დანაშაულის გამო, თითოეულ მოღალატეს უმკაცრესად ვაგებინებთ პასუხს კანონის წინაშე!


ერთი მხრივ, მხოლოდ ასე შეიძლება დასრულდეს ის თავსმოხვეული პოლარიზაცია, რაც ქვეყანას განვითარებაში უშლის ხელს, მეორე მხრივ კი საზოგადოებას კარგსა და უკეთესს შორის არჩევანის გაკეთების საშუალება მიეცეს!


დღესაც, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ნგრევისა და ღალატის სიმბოლოა, ხოლო „ქართული ოცნების“ სახით ქართველი ხალხი ირჩევს მშვიდობას, ღირსებას და კეთილდღეობას“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031