11-10-2024
გუშინ ევროპარლამენტის სახელით მეოთხე, უკვე გაცვეთილ-გაუფასურებული რეზოლუციით გვითხრეს, რომ ჩვენ ეკონომიკა წინ კი არ უნდა წავიყვანოთ თურმე, არამედ, უნდა ჩამოვაქციოთ - უნდა დავუწესოთ რუსეთს სანქციები, რაც დააზიანებს რუსეთს მაქსიმუმ 0,3 %-ით, ხოლო, საქართველოს ეკონომიკას, მინიმუმ 12%-ით, რაც ორჯერ უარესია, რაც პანდემიის პერიოდში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, რეზოლუციით საქართველოს ეუბნებიან, რომ არ უნდა იზრუნოს ეკონომიკის განვითარებაზე და პირიქით, ჩამოაქციოს საკუთარი ეკონომიკა. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში, რეზოლუციის ავტორებს არ აინტერესებთ ქართველი ხალხი, არამედ, აინტერესებთ საქართველოს გამოყენება საკუთარი ინტერესებისთვის.
„ესე იგი, ჩვენ გვეუბნებიან, რომ თქვენ კი არ უნდა იზრუნოთ ეკონომიკის განვითარებაზე, არამედ, უნდა ჩამოაქციოთ თქვენი ეკონომიკა. მესამე წელია, მეგობრებო წვალობენ და როგორც იქნა, სათქმელი პირდაპირ თქვეს. ხომ გახსოვთ, როდესაც ამბობდნენ, რომ არა, ჩვენ არ ვითხოვთ სანქციების დაწესებას - სწორედ ეს არის მიზანი და ქართველი ხალხი, ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, მათ არ აინტერესებთ, არამედ, საქართველოს გამოყენება აინტერესებთ მათი ინტერესებისათვის“, - განაცხადა მდინარაძემ.