გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: ხალხის განწყობაა ის, რომ მას სურს ქვეყანაში სტაბილურობა და მშვიდობის შენარჩუნება

11-10-2024

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კომენტარი გააკეთა საზოგადოებრივი აზრის კვლევებზე, რომლებსაც ოპოზიციური პარტიები წინასაარჩევნოდ აქვეყნებენ. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ასეთი ტიპის რეიტინგები საკმაოდ სუბიექტურია და არ არის გამყარებული ობიექტური კვლევებითა და მეთოდოლოგიით, რომლებიც საჭიროა, რომ ეს ინფორმაცია იყოს სარწმუნო. პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ ასეთ რეიტინგებში საერთაშორისო ბრენდები და ავტორიტეტული სახელები მონაწილეობენ, მათ საიმედოობა არ აქვთ.


„არჩევნებში გამოჩნდება, როგორია ხალხის განწყობა. დარწმუნებული ვარ, რომ ხალხის განწყობაა ის, რომ მას სურს ქვეყანაში სტაბილურობა და მშვიდობის შენარჩუნება. ასევე განვითარების მხარდაჭერა, რასაც ჩვენს მოსახლეობას „ქართული ოცნება" სთავაზობს," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031