გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
პატარკაციშვილის უსაფრთხოების ყოფილი კონსულტანტი: ბადრის მკვლელობაში სააკაშვილის კვალი რომ შეემჩნიათ, ბრიტანელები ამას ამერიკელების თხოვნით დამალავდნენ

18-10-2018

რუსეთის ტელეკომპანია «Первый канал»-ის პროგრამა «Время»-ში გადაიცა ვრცელი ვიდეოსიუჟეტი საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადების თაობაზე ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილთან დაკავშირებით (ავტორები - კირილ კლეიმანოვი, კირილ ბრაინინი).

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდს მასალიდან:


„საქართველოს პროკურატურამ სენსაციური მასალები გამოაქვეყნა, რომლებიდანაც ირკვევა, რომ ბადრი პატარკაციშვილი - საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის მთავარი მტერი და იმავდროულად პრეზიდენტობის კანდიდატი - როგორც ჩანს, მოუკლავთ. და მოუკლავთ მისი პოლიტიკური ოპონენტის - პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით. შეგახსენებთ, რომ ოფიციალური ვერსიით, ბადრი პატარკაციშვილი თავისი სიკვდილით - ბუნებრივი მიზეზით გარდაიცვალა: გული გაუჩერდა. ანუ ისე, როგორც ეს დასავლეთის ფავორიტსა და საყვარელ ადამიანს აწყობდა. ცხადია, თავიდანვე ეს ვერსია რომ საეჭვო იყო, ყველა ხედავდა, მაგრამ ამას „ვერ ამჩნევდა“ „კაცობრიობის საუკეთესო ნაწილი“, რომელთა წარმომადგენლებისთვის მიშიკო გულითადი მეგობარი იყო. ვერ ამჩნევდა ვერც მაშინ, როცა მან სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასთან ომი გააჩაღა და ვერც მაშინ, როცა მისი კონკურენტი ზურაბ ჟვანია მოკლეს.


(...)


„მინდა გავამახვილო ყურადღება იმაზე, რომ იმ მომენტში მიხეილ სააკაშვილს მხარს ამერიკელები უჭერდნენ და, რასაკვირველია, ბადრი პატარკაციშვილი ამერიკელებისათვის ხელის შემშლელ პიროვნებას წარმოადგენდა. ეს ნიშნავს, რომ თუ ბრიტანელებს რაიმე ისეთი ინფორმაცია ან მამხილებელი მასალა ჰქონდათ მიხეილ სააკაშვილის კავშირზე ბადრი პატარკაციშვილის დაღუპვასთან მიმართებით, ამერიკელების თხოვნის საფუძველზე ამას ბრიტანელები დამალავდნენ“, - ამბობს ანდრეი ლუგოვოფი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში იყო ბადრი პატარკაციშვილის კონსულტანტი უსაფრთხოების საკითხებში და პირადი დაცვის ორგანიზებაში ეხმარებოდა, როცა ბიზნესმენი თბილისში ცხოვრობდა.


ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი მილიარდერი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო გადატრიალებაის მცდელობაში დაადანაშაულა, იძულებული გახდა დიდი ბრიტანეთში წასულიყო, სადაც უცნაურ გარემოებებში გარდაიცვალა. „ასეთი მოქმედება, სხვათა შორის, ბოლო რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში ბრიტანული სპეცსამსახურების სტილს წარმოადგენს“, - ამბობს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის ექსპერტი იგორ ნიკულინი, - გავიხსენოთ, როგორ იდუმალ ვითარებაში გარდაიცვალა ლონდონში ბორის ბერეზოვსკი - ბადრი პატარკაციშვილის ბიზნეს-პარტნიორი“.


ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის შესახებ საუბრობს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილიც (2007 წლის ჩანაწერი): „2005 წელს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ პირადად დამავალა ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდირება“, - აცხადებს ექს-მინისტრი.


ირაკლი ოქრუაშვილმა ეს აღიარება მას შემდეგ გააკეთა, როცა ოპოზიციაში გადავიდა. მისი განცხადებისთვის რატომღაც ყურადღება არ მიუქცევიათ საქართველოს არც ამერიკელ და არც ბრიტანელ პარტნიორებს. ეს გასაგებიცაა - იმ დროს მიხეილ სააკაშვილი დასავლური მისწრაფების მქონე ქვეყნის პრეზიდენტი იყო. კაცმა რომ თქვას, ეს მისწრაფება არ გამქრალა და დღესაც არსებობს. ჰოდა, ახლა საქართველოში ბევრი ფიქრობს - რატომ მაინცდამაინც ახლა ჩამოიღეს თაროდან ძველი საქმე?

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930