გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფოთის ტერიტორიაზე აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ 600 ჰა ფართობი დამუშავდა

12-10-2024

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში მავნებლის საწინააღმდეგო წამლობას ყოველდღიურად ახორციელებს. ამჟამად, თერმული ნისლის ტექნოლოგიით ტერიტორიები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ფოთის მუნიციპალიტეტში მუშავდება. ქალაქ ფოთში მობილიზებულია 10 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა, ამ დროისთვის უკვე დამუშავებულია 600 ჰა ფართობი. სპეციალურ სადგურებზე მიმდინარეობს წერტილოვანი წამლობები ცივი შესხურების ტექნოლოგიით.

მიმდინარე წლის განმავლობაში, მთელი საქართველოს ტერიტორიაზე თერმული ნისლის ტექნოლოგიით უკვე დამუშავებულია 237 480 ჰა ფართობი, ცივი შესხურების ტექნოლოგიით - 111 388 ჰა ფართობი, განთავსებულია 154 433 სპეციალური სადგური და 7019 ფერომონიანი დამჭერი.


დაგეგმილი წამლობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების პროცესში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი ხელისუფლება. ღონისძიებები უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, ღამის საათებში მიმდინარეობს.


ამინდის გაუარესებასთან ერთად, აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებლად საცხოვრებელი სახლებისკენ ინაცვლებს, რა დროსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სახლის პირობებში მავნებლის განადგურებას. სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიყენოს მექანიკური მეთოდები, რომლებიც უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.


სურსათის ეროვნული სააგენტო აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ოქტომბრის ბოლომდე განახორციელებს.


„სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მართვის ცენტრი აქტიურად რეჟიმში აგრძელებს ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს. დღეს ვიმყოფებით ფოთში, სადაც მოხდება ქალაქის პერიმეტრის დამუშავება თერმული ნისლით. ასევე აქტიურად მიმდინარეობს ცივი შესხურებით ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები. მოსახლეობას მოვუწოდებთ, მექანიკური მეთოდებით მაქსიმალურად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას სახლის პირობებში“, - აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის სამეგრელო - ზემო სვანეთის ჯგუფის უფროსი შალვა მეტრეველი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930