გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი ბარსელონაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების შესახებ: ყველა ხედავს, რომ საქართველოს გარკვეული ძალები უკრაინის ბედის გაზიარებისკენ უბიძგებენ

13-10-2024

„ყველა ის ადამიანი, რომელიც აქ არის მოსული, მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და მის სამშვიდობო პოლიტიკას. ამაზე მნიშვნელოვანი რომ არაფერია, მათ ყველაზე კარგად იციან“, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა ბარსელონაში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბის გახსნაზე.


მისი თქმით, ყველა ხედავს, რომ საქართველოს გარკვეული ძალები უკრაინის ბედის გაზიარებისკენ უბიძგებს.


„ყველა საუბრობს იმ უბედურებასა და ტრაგედიაზე, რაც დღეს ჩვენს მეგობარ უკრაინაში ხდება და რაშიც ვერავინ ეხმარება - ფაქტობრივად, უკრაინა მიტოვებულია ბედის ანაბრად. და ყველა ხედავს, რომ საქართველოს გარკვეული ძალები იმავე ბედის გაზიარებისკენ უბიძგებენ. ამ ყველაფრის თავიდან აცილებაზე დიდი საქმე დღეს საქართველოს არ აქვს.


ყველა კარგად ხედავს, თუ რამდენს აკეთებს „ქართული ოცნება“ იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ევროპაში არიან, დაწყებული იმ ზოგადი პოლიტიკით, რომელიც უვიზო მიმოსვლასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას გულისხმობს (რაც თითოეული მათგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია), დამთავრებული ისეთი საკითხებით, როგორიც არის (ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს) გარდაცვალება ან ავადმყოფობა. ყველა ხედავს, ქართული სახელმწიფო რასაც აკეთებს ჩვენი მოქალაქეებისთვის ასეთ შემთხვევებში.


აქ არიან ადამიანები, რომლებიც წუხან, რომ არ აქვთ ორმაგი მოქალაქეობა და აინტერესებთ, რამდენად მარტივად შეუძლიათ ამის მიღება. თითოეულ მათგანს მოვუწოდებთ, მოგვაკითხონ, დაგვეკონტაქტონ და მაქსიმალურად შევეცდებით ვიყოთ შუამავალი მათსა და შესაბამის სტრუქტურებს შორის“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031