14-10-2024
მე ვისურვებდი დღევანდელ დღესასწაულზე, რომ ნინო ლომჯარია გათავისუფლდეს იმ რაღაც მენტალიტეტისგან, რომელიც მას ხელს უშლის პიროვნულ განვითარებაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ნინო ლომჯარიას განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ლომჯარიამ უკრაინასაც მიულოცა გამარჯვება საქართველოს წინააღმდეგ და ასეთი ადამიანები ძალიან სამწუხარო რეალობას ქმნიან ქვეყანაში.
„ნინო ლომჯარიამ უკრაინასაც მიულოცა გამარჯვება საქართველოს წინააღმდეგ. ასეთი ადამიანები, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო რეალობას ქმნიან ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ გვჭირდება პატრიოტიზმი. ამ ყველაფრისგან თვითონ ნინო ლომჯარიაც უნდა გათავისუფლდეს," -განაცხადა პრემიერმა.