გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ვენაში ქურდობის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

18-10-2018

ავსტრიულმა პოლიციამ ვენაში ქურდობის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა.


ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიციამ 44 და 28 წლის პირები დანაშაულის ჩადენის მომენტში დააკავა.


„დაკავებულებს დიდი ოდენობით ნაღდი ფული, ძვირფასეულობა და ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ დაკავების შემდეგ 44 წლის მამაკაცმა ჯერ ასთმის შეტევის სიმულირება სცადა, შემდეგ კი განაცხადა, რომ ღვიძლის ციროზი აქვს. ჰოსპიტალში ჩატარებულმა სამედიცინო შემოწმებამ მას ვერც ერთი აღნიშნული დაავადება ვერ აღმოუჩინა“, - წერს ადგილობრივი მედია.


ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728