გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - ხუთშაბათის შეხვედრები, ქუთაისში გაიმართება

15-10-2024

ხუთშაბათის შეხვედრები 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში დაბრუნდება ახალი სერიით და ამჯერად მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები იქნებიან: ანდრო დგებუაძე, გიორგი სიმონგულაშვილი (GEC Consulting-ის მმართველი პარტნიორი) და ზვიად აბულაძე (ნოვას დამფუძნებელი).


საღამოს მთავარი თემა იქნება ორგანიზაციული ზრდის გამოწვევები.


შეხვედრის ფარგლებში სპიკერები ისაუბრებენ იმ გამოწვევებზე რომელსაც ბიზნესის დამფუძნებლები თუ მენეჯერები აწყდებიან კომპანიის ზრდის პროცესში - რა არის ხშირად დაშვებული შეცდომები, როგორ უმკლავდებიან ამ პროცესს თავად და რა არის ამ გამოწვევებთან გამკლავების მიღებული პრაქტიკები. სტუმრები ასევე უპასუხებენ კითხვებს ამ თემის ირგვლივ.


„ხუთშაბათის შეხვედრების“ მიზანია წარმოაჩინოს სხვადასხვა ინდუსტრიის შიგნით მიმდინარე პროცესები, სპეციფიკაციები და ბაზარზე არსებული მოთამაშეების განსხვავებული სტრატეგიები ბიზნესის სხვადასხვა საჭიროებებზე.


შეხვედრა გაიმართება ფიზიკურ ფორმატში. მსურველები დარეგისტრირდით შემდეგ ბმულზე:

სარეგისტრაციო ფორმა (google.com)


გაითვალისწინეთ, ადგილები შეზღუდულია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031