გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
200-მდე ყვითელი მიკროავტობუსი და 100-მდე ავტობუსი ტექინსპექტირების გაუვლელობის გამო გაჩერებულია

18-10-2018

დედაქალაქში მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის რამდენიმე ასეული ერთეული გაჩერებულია, რისი მიზეზიც ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობაა. ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ „კვირას“ პრესკლუბში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კერძოდ, მისი თქმით, იმის გამო რომ ტესტირება ვერ გაიარეს მიკროავტობუსების 200-მდე ერთეული და ავტობუსების 100-მდე ერთეულია გაჩერებული.

ამასთან, როგორც მუმლაძემ აღნიშნა, ამ ტრანსპორტის ტექნიკური შემოწმება მიმდინარეობს, რათა მათ ტესტირების გავლა შეძლონ.


bpn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930