გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ყველა ის გარდამტეხი ცვლილება, რომელსაც საქართველომ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ეკონომიკის, ევროინტეგრაციის, უსაფრთხოების და მრავალი სხვა მიმართულებით მიაღწია

16-10-2024

„საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ 2012 წლამდე საქართველოს მართავდა უსამშობლო პოლიტიკოსების, უცხოელი აგენტების ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც კლავდა და აწამებდა ადამიანებს, ძარცვავდა ბიზნესს, იტაცებდა ტელევიზიებს. ამ რეჟიმმა ჩართო ქვეყანა ომში 2008 წელს და დაგვაკარგვინა დროებით ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი. ამ ყველაფერთან ერთად, 2012 წლამდე ქვეყანაში იყო უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა“,- განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობასთან.


კობახიძის თქმით, ხალხს დაკარგული ჰქონდა ყოველგვარი იმედი, რომ ეს ვითარება რაიმეს ან ვინმეს შეიძლებოდა შეეცვალა, სწორედ ამ დროს კი ქართულ პოლიტიკაში გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი.


„სწორედ ამ დროს გამოჩნდა პოლიტიკურ ცხოვრებაში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის განვითარებაში დემოკრატიული გარდატეხა შეიტანა და საქართველო განვითარების სწორ გზაზე დააყენა. სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ყველა ის გარდამტეხი ცვლილება, რომელსაც საქართველომ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ეკონომიკის, ევროინტეგრაციის, უსაფრთხოების და მრავალი სხვა მიმართულებით მიაღწია. კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს ამისათვის,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930