გაიგე განსხვავებული

კვირა, ივნისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ National Geographic Traveller-ის, ITV-ის, Red magazine-ისა და სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტებს უმასპინძლა

16-10-2024

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გურჯაანის „ღვინის ფესტივალს“ ღვინის თემატიკაზე მომუშავე ბრიტანული და ლიეტუვური მედიის წარმომადგენლები ეწვივნენ.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, National Geographic Traveller-ის, ITV-ის, Red magazine-ისა და სხვა მედია საშუალებების ჟურნალისტები, ბლოგერები და ღვინის ექსპერტები საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმყოფებოდნენ.


მედიის წარმომადგენლებს გურჯაანის ფესტივალზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე შეხვდა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა უცხოელ ჟურნალისტებს ტურისტული პროდუქტები გააცნო.


პრესტურის ფარგლებში საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები თბილისს, ახტალას, ალავერდსა და იყალთოს ესტუმრნენ, დააგემოვნეს ქართული კერძები და ღვინო. უცხოელი ჟურნალისტები და ბლოგერები საქართველოს ტურისტული პოტენციალის, კულტურული მემკვიდრეობის, ღვინისა გასტრონომიის შესახებ რეპორტაჟებს, სტატიებსა და ბლოგებს მოამზადებენ, რომელსაც მთელ მსოფლიოში გაეცნობიან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30