გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ქუთაისის 37_ე საჯარო სკოლაში 6 ბავშვი მოიწამლა

18-10-2018

ქუთაისის 37_ე საჯარო სკოლაში დაუდგენელი მიზეზით მე-5 კლასელი 6 ბავშვი მოიწამლა. ბავშვები გულის რევისა და თავბრუსხვევის სიმპტომებით სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.


"როდესაც ბავშვები ცუდად გახდნენ ჩვენ დავრეკეთ ყველგან, სადაც შეიძლებოდა, რომ საფრთხეები გამოგვერიცხა. გამოვიძახეთ საპატრულო, სასწრაფო დახმარება და კრიმინალური პოლიცია,"- აცხადებს სკოლის დირექტორი.


დირექტორის ვარაუდით, ბავშვების მოწამვლა წყალმა გამოიწვია.


"ბავშვები სპორტის გაკვეთილზე იყვნენ, რის შემდეგაც დაღლილებმა წყალი მიიღეს. დიდი ალბათობით, ეს იყო მიზეზი მათი ცუდად გახდომის. სხვა არაფრის ბრალი არაა, წინა კვირაში მოხდა წყლის სანიტარული შემოწმება და გაზით მოწამვლაა გამორიცხულია, რადგან სკოლაში საერთოდ არ შემოდის გაზი," - აცხადებს ნანა კენჭოშვილი.


ბავშვების ამჟამინდელ მდგომარეობაზე ჯგუფის დამრიგებელი გვესაუბრა, რომელიც საავადმყოფოში ბავშვებთან ერთად იმყოფება. მისი ინფორმაციით, ჯერჯერობით ოფიციალური პასუხი, თუ რისგან მოიწამლნენ ბავშვები, ცნობილი არაა.


,,ბავშვები ახლა კარგად არიან, ჩაუტარდათ გადასხმა, აუღეს სისხლის ანალიზები და ველოდებით პასუხებს," - აცხადებს კლასის დამრიგებელი მარინა ჯოხაძე.





imereti.news

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728