გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი: სწორედ მშვიდობა და ქვეყნის სწორი ეკონომიკური განვითარება უნდა გახდეს საფუძველი, რომ ავისრულოთ ნანატრი ოცნება - ისევ ერთიანი ვიხილოთ ჩვენი საქართველო

16-10-2024

„სწორედ მშვიდობა და ქვეყნის სწორი ეკონომიკური განვითარება უნდა გახდეს საფუძველი, რომ ავისრულოთ ნანატრი ოცნება - ისევ ერთიანი ვიხილოთ ჩვენი საქართველო. ამის ერთადერთი გზა კი ურთიერთშერიგებაზე, ურთიერთპატიებასა და ნდობის აღდგენაზე გადის“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ზუგდიდში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობით უნდა გაიმარჯვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ ისევე შეეწინააღმდეგება, ტერიტორიული მოწყობის არსებულ რეალობასთან თანხვედრაში მოყვანას და კონსტიტუციაში ასახვას, როგორც ნებისმიერ ქვეყნის ინტერესს.


„რა თქმა უნდა, ერთია ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები, თუმცა, უმნიშვნელოვანესია, არსებული რეალობა რამდენად ქმნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობას. არაერთხელ ვისაუბრე, რომ რეგიონში მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების დინამიკურობის ფონზე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობა ნებისმიერ დროს შეიძლება გაჩნდეს, თუმცა, ამისთვის სიფხიზლე და მზაობა გვმართებს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელი გახდება ტერიტორიული მოწყობა არსებულ რეალობასთან მოვიყვანოთ თანხვედრაში და ეს კონსტიტუციაში ავსახოთ. სწორედ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რის გამოც „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობით უნდა გაიმარჯვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ ამ ყველაფერს ისევე შეეწინააღმდეგება, როგორც ნებისმიერ ჩვენი ქვეყნის ინტერესს! ამას, შერიგებასა და ნდობის აღდგენის შესახებ გაჟღერებული ნებისმიერი ინიციატივის საპასუხოდ არსებული მათი ისტერიული რეაქციები ადასტურებს“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930