გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვინდა, ევროპის ქვეყნების სამეულში მოვხვდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, პირადად მე არაერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მივიღე კორუფციის პრევენციისთვის

16-10-2024

სინამდვილეში, კორუფცია თუ სადმეა, ეს არის „ენჯეოების" სექტორი. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც მათ არ სურთ საკუთარი ფინანსების გასაჯაროება, არის ის, რომ არის აღვირახსნილი კორუფცია „ენჯეოების" სექტორში, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.


ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს აქვს ამბიციური მიზანი - მოხვდეს ევროპის ქვეყნების სამეულში, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით.


„რაც შეეხება მთავრობის საქმიანობას, პირადად მე არაერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მივიღე კორუფციის პრევენციისთვის ამ თვეების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდა ახალი მთავრობა. გვაქვს ამბიციური მიზანი - მას შემდეგ, რაც პარლამენტის სხდომაზე ვისაუბრე, როცა მტკიცდებოდა მთავრობა, ჩვენ გვინდა, რომ ევროპის ქვეყნების სამეულში მოვხვდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, გაგრძელდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. გვაქვს ამბიციური მიზანი და ამ მიზანს მივყვებით ბოლომდე,"- განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930