გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივნისი 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი: რაც ქალბატონმა ზურაბიშვილმა ჩაიდინა, ეს ყოველგვარ ზღვარსა და სტანდარტს ცდება

16-10-2024

პარლამენტი, იმპიჩმენტის წესით გადააყენებს იმ ადამიანს, რომელიც არც კონსტიტუციას და არც არანაირ სტანდარტს პატივს არ სცემს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე სქართველოს პრეზიდენტზე სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა.


მისი თქმით, ზურაბიშვილი დეზინფორმაციას ავრცელებს.


„მან, საკუთარი სოციალური მედიის გვერდის საშუალებით გაავრცელა დეზინფორმაცია, რომ თითქოს სკოლაში მოსწავლეებს უკანონოდ ართმევენ მშობლების პერსონალურ მონაცემებს. ამაზე განათლების სამინისტროს განცხადება იყო, რომ ეს იყო აბსოლუტური დეზინფორმაცია. რაც ქალბატონმა სალომემ ჩაიდინა, ეს ყოველგვარ ზღვარსა და სტანდარტს ცდება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30