გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ქართველმა ტურისტებმა უცხოეთში სექტემბერში 152 მილიონი ლარი დახარჯეს

18-10-2018

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ქართველმა ტურისტებმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ სექტემბერში, 152 მილიონი ლარი დახარჯეს -$58.5 მილიონი (კურსი -$1/₾2.62). შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტრანზაქციები გაზრდილია, თუმცა  მხოლოდ $10 მილიონით (09/2017 – 117.147; კურსი- $1/₾2.46).


ეროვნული ბანკის სტატისტიკით, ძირითადად უნაღდო ტრანზაქციებია (პოს-ტერმინალით,იმპრინტერით და  ინტერნეტით) – 120 მილიონი ლარის და მხოლოდ 32 მილიონია( $12 მლნ) ბანკომატში განაღდებები.


9 თვეში დანახარჯი 1.2 მილიარდი ლარია, შარშან ამავე პერიოდში 957 მილიონი ლარი იყო. 


სულ, ქვეყნის შიგნით და გარეთ საბანკო ბარათებით სექტემბრის ტრანზაქციები 2 მილიარდ ლარს აღემატება.



imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031