17-10-2024
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7171 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7143 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9516 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9567 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა გამყარდა, რომლის ღირებულებაც 0.0795 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 18 ოქტომბერს შევა ძალაში.