გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ეკონომიკის მინისტრი მიწებზე: ვინც მოასწრებს - მოასწრებს

19-10-2018

მიწის კანონში ძალიან დიდ დაბრკოლებას ვერ ვხედავთ,- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს. ასე ეხმაურება ის ბიზნესის ნაწილის განცხადებებს, რომ უცხოელებზე მიწის მიყიდვის კანონპროექტი, რომელიც შეზღუდვებს აწესებს, დაბრკოლებებს ქმნის.


„ბევრი უცხოელი ინვესტორი არის უკმაყოფილო იმითი, რომ ჩვენ ვიღებთ კანონს, რომლითაც უცხოელს არ შეუძლია მიწის შეძენა საქართველოში. მაგრამ ჩვენი შეხედულება ასეთია - უცხოელს შეუძლია არენდაში აიღოს დიდი ხნით მიწა - 50 წლით. თუ მას ბიზნესის გაკეთება უნდა ამ მიწაზე, ეს სავსებით საკმარისია. ამასთან, თუ უცხოელი არის კომპანიაში ქართველთან ერთად, მას შეუძლია მიწის ყიდვა. მაგრამ მიწის ყიდვას არავითარი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს ბიზნესის წარმოებისთვის, რადგან მიწის აღება იჯარითაც არის შესაძლებელი. 50 წელზე მეტხანს არცერთი ბიზნესი არ ანგარიშობს ფუნქციონირებას.


ვერ ვხედავთ მიწის კანონში ძალიან დიდი დაბრკოლებას. ეს არის მხოლოდ ფსიქოლოგიური. ვისთვისაც ეს ფსიქოლოგიური დაბრკოლებაა, ყველა საქართველოში ვერ განახორციელებს ინვესტიციას. ისედაც პატარა ქვეყანა ვართ და პირიქით - ვინც მოასწრებს - მოასწრებს“,- აცხადებს ქობულია.


მისივე თქმით, კანონი მიწის შესახებ უკვე რამდენიმე კვირაში მზად იქნება, ამჟამად კი მთავრობა კონსულტაციებს მართავს როგორც შიგნით, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ბიზნესთან.


„დღესაც არაფერი არ უშლის ხელს ინვესტორს. მიწის კანონთან დაკავშირებული ფუნდამენტური პრობლემა არ არსებობს დღეს“,- აცხადებს ქობულია.




bm.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930