19-10-2018
facebook-ის მომხმარებელი სალომე გოგიჩაიშვილი აქვეყნებს სტატუსს, საიდანაც ვიგებთ, რომ კლინიკა კურაციოში მე-6 სართულიდან ჩაწყდა ხალხით სავსე ლიფტი.
"ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კლინიკა კურაციო - Curatio Clinic -ს გუშინდელი მოყენებული სტრესისთვის.
გუშინ ჩემს 3 წლის შვილთან ერთად ვიმყოფებოდი კლინიკა კურაციოს ახალ გახსნილ შენობაში, სადაც ლიფტით სარგებლობის დროს ლიფტი ჩამოწყდა და 6 სართულზე ჩამსხდრები აღმოვჩნდით 1 წამში 4 და 3 სართულს შორის. საბედნიეროდ მუხრუჭებმა დაიჭირა ლიფტი და გადავრჩით . დაახლოებით 20 წთ-ის შემდეგ, კლინიკის რიგითი თანამშრომელი -არა ლიფტიორი, უშედეგოდ ცდილობდა ლიფტის კარის გაღებას და ჩვენს გამოყვანას.
ლიფტში ჩემ და ჩემს 3 წლის შვილის გარდა იმყოფებოდა კიდევ 6 ადამიანი, აქედან კიდევ ერთი მცირეწლოვანი 2 წლის ბავშვი და 1 ასაკოვანი ქალბატონი, მადლობა ღმერთს იქ არ იმყოფებოდა გულით ავადმყოფი ადამიანი, რომელიც დიდი ვარაუდით ვერ გადაიტანდა 1 სთ-იან უჰაერობაში და შიგადაშიგ სიბნელეში დგომას.
შიდა კარის ცალი ფრთის მოტეხვით |პლასტმასის ნაწილაკები შიგნით გვეყრებოდა| და ჩვენს მიერ შიგნიდან-შახტაში მოთავსებული კარის გამღების გაღების შედეგად -ძლივს მოხერხდა ჩვენი გამოყვანა |ჩამოხტომა|.
არ შემიძლია ასევე არ ავღნიშნო კლინის თანამშრომლების მიერ ჩვენი გამოყვანის შემდეგ 0 ყურადღება!
თბილისის მერია / Tbilisi City Hall @თბილისის არქიტექტურის სამსახური თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური
დიდი მადლობა აგრეთვე თქვენს მიერ ასეთი შენობების ექსპლუატაციაში აყვანისათვის, შეგახსენებთ რომ შენობა ახლადაშენებულია და მისი ფუნქცია ირკვევა რომ არა სამედიცინო დაწესებულება-რომელსაც უნდა ჰქონოდა უმკაცრესი ზომების შედეგად მიღებული მშენებლობის ნებართვა, არამედ დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლია.
ეხლა უკვე გასაგები ხდება რატომ არ დარეკეს კლინიკის თანამშრომლებმა 112 Georgia/112 საქართველო და არ გამოძახეს სამაშველო ჯგუფი.
აგრეთვე იქ აღინიშნა რომ ეს ყველაფერი გამოწვეული იყო ლიფტის არასწორი დამონტაჟების შედეგად.
სიამოვნებით დავთაგავდი ამ კომპანიასაც მაგრამ სამწუხაროდ არ ვიცი.
გმადლობთ !!
p.s. მიხარია რომ გადავრჩი
ჯანდაცვის სამინისტრო ჯიპიაი ჰოლდინგი"- განაცხადა სალომე გოგიჩაიშვილმა
16-11-2024
16-11-2024