გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 150 ახალგაზრდა მეცნიერი შეემატება

21-10-2024

სასწავლო და კვლევითი პროცესების გასაძლიერებლად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად მუშაობს ახალგაზრდა და ნიჭიერი კადრების მოსაზიდად. აღნიშნულის მხარდასაჭერად, თსუ რექტორის ჯაბა სამუშიას ინიციატივით, მიმდინარე სასწავლო წელს გამოცხადებული კონკურსის შედეგად თსუ-ს 150 ასისტენტი - ახალგაზრდა მეცნიერი შეემატება.


„პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით, ასისტენტი განახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში. ასისტენტის თანამდებობაზე დოქტორანტი 3 წლის ვადით აირჩევა.


ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციით, უნივერსიტეტის აკადემიური პროცესის მდგრადი განვითარებისთვის, თსუ ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსში მონაწილეობას მოწვეულ ლექტორებსაც შესთავაზებს.


აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს პროფესიონალი ახალგაზრდა კადრების აღზრდას, აკადემიური სფეროს განვითარებას, სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას“ –აცხადებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930