გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: ეს არის უპრეცედენტო არჩევნები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რადგან არ არსებობს არც ერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც საარჩევნო ველზე მუშაობს

21-10-2024

„ბოლო კვირა დაიწყო არჩევნებამდე და უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის უპრეცედენტო არჩევნები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რადგან არ არსებობს არც ერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც ე.წ. საარჩევნო ველზე მუშაობს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციური პარტიები მხოლოდ მედია აქტივობებით შემოიფარგლებიან და ძირითადად, კამპანია სატელევიზიო თუ სოციალური ქსელების მასალებზე და ქვეყნის გარედან მათ დასახმარებლად გაკეთებული განცხადებების ტირაჟირებაზე აქვთ აგებული.


„ისინი შემოიფარგლებიან მხოლოდ მედია აქტივობებით და მათი კამპანიის ძირითად შემადგენელს წარმოადგენს კონტენტის შექმნა ტელევიზიების და სოციალური ქსელებისათვის, სატელევიზიო ინტერვიუებსა და გადაცემებში მონაწილეობის სახით და ქვეყნის გარედან მათ დასახმარებლად გაკეთებული განცხადებების ტირაჟირებით და კომენტირებით“, - განაცხადა მდინარაძემ.


მან ასევე ისაუბრა საარჩევნო კამპანიის უპრეცედენტოდ მშვიდად მიმდინარეობაზე, ვინაიდან არ არსებობს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, მოსყიდვის და არაკონკურენტული საარჩევნო გარემოს დამადასტურებელი ფაქტები. ამ შემთხვევაში, როგორც მდინარაძემ განმარტა, მმართველ პარტიას თავად აქვს ოპოზიციურ მედიასთან პრეტენზიები, ვინაიდან, ისინი არ უშვებენ „ქართული ოცნების“ სარეკლამო ვიდეორგოლებს.


„უპრეცედენტოა, განსაკუთრებით ერთი მიმართულებითაც, რომ ფაქტობრივ მოცემულობაზე დაყრდნობით ვერავინ იღებს ხმას ვერც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ვერც მოსყიდვაზე, ვერც არაკონკურენტულ საარჩევნო გარემოზე და ა.შ. წარმოიდგინეთ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ, მმართველ პარტიას, იქით გვაქვს საპრეტენზიო ოპოზიციურ ძალებთან - მაგალითად, დღემდე, ამ მომენტამდე, „ნაცმოძრაობის“ არც ერთ მედიას არც უცდია, რომ აღმოეფხვრა ის უსერიოზულესი დისბალანსი, რაც მათ ჩვენი სარეკლამო ვიდეორგოლების არგაშვებით შექმნეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031