21-10-2024
„უპრეცედენტო არჩევნებია, განსაკუთრებით ერთი მიმართულებითაც, რომ ფაქტობრივ მოცემულობაზე დაყრდნობით ვერავინ იღებს ხმას ვერც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ვერც მოსყიდვაზე, ვერც არაკონკურენტულ საარჩევნო გარემოზე და ა.შ.“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ კუთხით, „ქართულ ოცნებას“ თავად აქვს პრეტენზიები ოპოზიციურ მედიასთან, ვინაიდან საარჩევნო ვიდეორგოლების არგაშვებით, მმართველ პარტიას მათ სერიოზული დისბალანსი შეუქმნეს.
„წარმოიდგინეთ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ, მმართველ პარტიას, იქით გვაქვს საპრეტენზიო ოპოზიციურ ძალებთან - მაგალითად, დღემდე, ამ მომენტამდე, „ნაცმოძრაობის“ არც ერთ მედიას არც უცდია, რომ აღმოეფხვრა ის უსერიოზულესი დისბალანსი, რაც მათ ჩვენი სარეკლამო ვიდეორგოლების არგაშვებით შექმნეს.“
ფაქტია, რომ ისინი დიდი ხანია შეგუებულები არიან გარდაუვალ მარცხს და ნაცვლად საარჩევნო შედეგებზე ზრუნვისა, სულ სხვა რამისთვის ემზადებიან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.