გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
GITA - სა და Huawei Technologies Georgia-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

22-10-2024

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და Huawei Technologies Georgia-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული შეთანხმება მიზნად ისახავს ინოვაციური პროექტებისა და ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობას.


ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში, Huawei ჩაერთვება GITA - ს საუნივერსიტეტო კონკურსში UNI4VERSE, რომელიც მიზნად ისახავს უნივერსიტეტებსა და სტუდენტებში გაზარდოს ინოვაციური და ტექნოლოგიური პროცესების მიმართ ინტერესი და გამოავლინოს წლის

საუკეთესო უნივერსიტეტი ამ მიმართულებით.


ასევე, სააგენტო აქტიურად ითანამშრომლებს Huawei-სთან ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის განვითარების პროცესში. საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები შესაძლებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფენ სხვადასხვა ორმხრივად მისაღები ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებასა და თანამშრომლობის ფარგლებში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ახალ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებთან დაკავშირებით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930