19-10-2018
რუსი პუბლიცისტისა და ჟურნალისტის, მაქსიმ შევჩენკოს განცხადებით, უკრაინის ეკლესიამ ავტოკეფალია დაიმსახურა, ხოლო რაც შეეხება დაპირისპირების თავიდან აცილებას, ამისთვის სხვა ეკლესიებთან მოთათბირებაა საჭირო.
ეს განცხადება შევჩენკომ რუსეთის რადიოსადგურ «Эхо Москвы»-ის პროგრამა «Особое мнение»-ში, ჟურნალისტ ევგენი ბუნტმანთან საუბრისას გააკეთა.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
„მაგალითად, საჭიროა მოთათბირება უძველეს ქართულ ეკლესიასთან, რომელსაც რუსეთის ეკლესიაზე უფრო ბევრად ხანგრძლივი ისტორია აქვს. ქართული ეკლესია უფრო ძველია, ვიდრე ელადის ეკლესია, ვიდრე კიევის ეკლესია. ქართველები უძველესი მართლმადიდებელი ხალხია, რომლებსაც რუსეთის სახელმწიფო უკვე მერამდენე წელია ებრძვის და ვის ებრძვის? მთელ პოსტსაბჭოთა ტერიტორიაზე მცხოვრებ ერთადერთ უძველეს მართლმადიდებელ ხალხს! არადა, დღეს ქართული ეკლესიის როლი და გავლენა ძალიან დიდია. კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ისეთი ადამიანია, რომელიც უდიდესი პატივისცემით სარგებლობს. მისი ავტორიტეტი ურყევია. ილია მეორე არის ის ადამიანი, რომელმაც საკუთარი ხალხი ძნელ-ბედობის ჟამს გადაარჩინა, მისი მამა გახდა. საერთოდ, ქართული სამღვდელოება, ქართველი სასულიერო მსახურები გამოირჩევიან თავიანთი ასკეტობით, წმინდანობით და დამაჯერებლობით. ისინი განსაკუთრებულები არიან. ქართველი მიტროპოლიტები და ეპისკოპოსები ძალიან მძიმე მარხვას იცავენ.
მართლმადიდებლობა ქართველებისთვის ძალიან ძვირფასია. ახლა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მივიდეთ ქართველებთან და ვთხოვოთ: „ძმებო ქართველებო, უწმინდესო და უნეტარესო პატრიარქო ილია მეორე, დაგვეხმარეთ უკრაინის ეკლესიასთან ურთიერთობის გარკვევაში... კონსტანტინოპოლთან...“-განაცხადა შევჩენკომ.
p.s. მასალის ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: www.newspress.ge