გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი: რაც შეეხება დღევანდელ შეკრებას, დღეს სახლში დარჩენის ფუფუნება არავის აქვს, უნდა გამოვიდეთ ყველა და ვაჩვენოთ სად დგას საქართველო

23-10-2024

„დღეს უნდა გამოვიდეთ ყველა, დავდგეთ და ვაჩვენოთ სად დგას საქართველო, სად არის ჩვენი ღირებულებები და როგორ ვხედავთ ჩვენს მომავალს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც 19:00 საათზე თბილისში გაიმართება.


მისი თქმით, 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ ემზადება ისტორიული გამარჯვებისთვის.


„ჩვენ ვემზადებით 26 ოქტომბერს გამარჯვებისთვის, რომელიც უნდა იყოს ისტორიული გამარჯვება იმ სიბნელეზე, რომელიც მეორე მხარეს არის. ჩვენ ვაკვირდებით ბოლო პერიოდში ვისთან გვაქვს საქმე, ჩვენ გვაქვს საქმე ხალხთან, რომლებიც ჯერ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყვნენ იმით დაკავებული, რომ ავიწროებდნენ სხვებს. ყველას ვინც მათ არ ეთანხმება ისინი რიყავდნენ, ციხეში სვამდნენ, აწამებდნენ. დღეს ისინი არიან ოპოზიციაში, არ შეუძლიათ ძალაუფლების ბერკეტების გამოყენება. მაგრამ თავისი სიტყვით შეუძლიათ ადამიანი გაანადგურონ იმის გამო, რომ უბრალოდ მათ არ ეთანხმება. ასეთ იდეოლოგიასთან გვაქვს საქმე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.


პაპუაშვილის თქმით, დღეს სახლში დარჩენის ფუფუნება არავის აქვს.


„26 ოქტომბერს ამას უნდა უთხრას ქართველმა ხალხმა დამაჯერებელი პასუხი და უნდა უთხრას, რომ ეს ბოღმა და ღვარძლი, რომელიც დაამკვიდრა ამ იდეოლოგიის მიმდევარმა ხალხმა საზოგადოების სხვადასხვა ფენაში, ამას საქართველოში გასაქანი არ აქვს.

რაც შეეხება დღევანდელ შეკრებას, დღეს სახლში დარჩენის ფუფუნება არავის აქვს. დღეს უნდა გამოვიდეთ ყველა, დავდგეთ და ვაჩვენოთ სად დგას საქართველო, სად არის ჩვენი ღირებულებები და როგორ ვხედავთ ჩვენს მომავალს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930