გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: რეგიონები ადარდებთ და თბილისი რომ თავის სიტყვას იტყვის, იმაზე შეიძლება მართლა დამამშვიდებლები დასჭირდეთ

23-10-2024

„დილიდან თურმე ისტერიკაშია ნაცტელევიზიები, ხალხი მოჰყავთ რეგიონებიდანო. დიახ, ვისაც წამოსვლა უნდა, მთლად ყველას ვერა მაგრამ, მათი მნიშვნელოვანი ნაწილის ტრანსპორტირებას უზრუნველვყოფთ, ნუ ღელავთ ასე“, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.


როგორც მდინარაძე წერს, ნაცტელევიზიები ისტერიკაში არიან.


„რეგიონები ადარდებთ და თბილისი რომ თავის სიტყვას იტყვის, იმაზე შეიძლება მართლა დამამშვიდებლები დასჭირდეთ.

მაგრამ რა დაამშვიდებთ, - მათი ხუთნომრიანი მთავარი პარტიაც კი იმდენ ხმას ვერ მიიღებს, რამდენი ადამიანიც იქნება დღეს აქციაზე!“ - წერს მამუკა მდინარაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031