გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
“ჩავაბაროთ ვინმეს ეს ქვეყანა, მაინც ვეღარ ვუვლით...” - სოხუმში პალმების გაჩეხვა დაიწყეს

19-10-2018

სო­ხუმ­ში ე.წ. გრძელ­ცხვი­რა მავ­ნებ­ლის გამო, პალ­მე­ბის გა­ჩეხ­ვა და­ი­წყეს. ად­გი­ლობ­რი­ვი ჟურ­ნალ­სტე­ბის თქმით, მავ­ნე მწე­რი იმ­დე­ნად გავ­რცე­ლე­ბუ­ლია, რომ ქა­ლა­ქის ქუ­ჩე­ბი­დან უკვე ეზო­ებ­საც მო­ე­დო. "ად­გი­ლობ­რივ­მა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ" კი გა­მო­სა­ვა­ლი იპო­ვა - მწე­რის­გან გამ­ხმა­რი და და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პალ­მე­ბის მოჭ­რას შე­უდ­გა.


“ეკო­ლო­გი­ი­სა და გა­რე­მოს დაც­ვის კო­მი­ტე­ტის” წარ­მო­მად­გენ­ლის სა­ვე­ლი ჭი­თა­ნა­ვას თქმით, აზი­ურ­მა ფა­რო­სა­ნამ ხილ-ბოსტნე­უ­ლი და კულ­ტუ­რუ­ლი ნა­თე­სე­ბი გა­ა­ნად­გუ­რა, რის შემ­დე­გაც ციტ­რუსს შე­ე­სია. მის კვალ­დაკ­ვალ კი აფხა­ზეთ­ში ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქებ­ში გრძელ­ცხვი­რა ხოჭო გა­მოჩ­და, რო­მე­ლიც ხის ქერ­ქის ქვეშ ბი­ნად­რობს და სა­ბო­ლო­ოდ, მცე­ნა­რეს ახ­მობს.


“მძი­მე ქი­მი­კა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა არ შეგ­ვიძ­ლია, რად­გან ამან შე­საძ­ლოა, ქვე­ყა­ნა­ში ფლო­რა და ფა­უ­ნა გა­ა­ნად­გუ­როს... წელს მთე­ლი ძა­ლის­ხმე­ვა ყა­ვის­ფე­რი სუ­ნი­ა­ნი ხო­ჭოს შე­სამ­ცი­რებ­ლად იყო მი­მარ­თუ­ლი. მთე­ლი წელი თავ­და­უ­ზო­გა­ვად ვმუ­შა­ობ­დით, ოჩამ­ჩი­რის, გუ­და­უ­თის, ტყვარ­ჩე­ლის რა­ი­ო­ნებ­ში, თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რივ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ მო­სა­ვა­ლი მა­ინც ვერ აიღო, რად­გან სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ ხო­ჭომ გა­ა­ჩი­ნა სოკო მცე­ნა­რე­ებ­ში, ან უბ­რა­ლოდ, მო­უვ­ლე­ლო­ბის­გან გაჩ­ნდა.


წელს მავ­ნე­ბელ­მა ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით “გაგ­ვა­ნე­ბივ­რა"... რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სო­ხუმ­ში, ლე­ო­ნის პროს­პექ­ტზე უზარ­მა­ზა­რი, ლა­მის სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი პალ­მე­ბის მოჭ­რა მოგ­ვი­წია და სამ­წუ­ხა­როდ, ეს პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა, რად­გან “პალ­მის გრძელ­ცხვი­რა", რო­მე­ლიც ბოლო ხა­ნე­ბია სო­ხუმს უტევს, ძა­ლი­ან სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა. მის­გან და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ხე კი ვერ რჩე­ბა... ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩებ­ზე მოჭ­რილს, ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე ყო­ფი­ლი “სო­ვი­ტა­რის” მიმ­დე­ბა­რედ გამ­ხმა­რი ხე­ე­ბიც და­ე­მა­ტე­ბა, რად­გან მათი გა­დარ­ჩე­ნა უკვე შე­უძ­ლე­ბე­ლია. ამ მავ­ნე­ბელ­თან ბრძო­ლის ერ­თა­დერ­თი შან­სია და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ხის მოჭ­რა და დაწ­ვა. ასე ვებ­რძვით მას გაგ­რა­სა და ცან­დრიფშშიც”, – ამ­ბობს ჭი­თა­ნა­ვა.


მი­სი­ვე თქმით, მავ­ნე­ბე­ლი აფხა­ზეთ­ში სო­ჭი­დან გავ­რცელ­და. იქ კი სხვა­დას­ხვა გზე­ბით შე­ვი­და... მის ძი­რი­თად “სამ­შობ­ლოდ” იტა­ლია ით­ვლე­ბა, სა­ი­და­ნაც სხვა­დას­ხვა ტრო­პი­კუ­ლი კლი­მა­ტის მქო­ნე ქვე­ყა­ნა­ში გავ­რცელ­და. მას 2-დან 5 კი­ლო­მეტ­რამ­დე მან­ძილ­ზე ფრე­ნა შე­უძ­ლია.


ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა აფხა­ზე­თის “ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის” გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, პალ­მე­ბის მოჭ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით, უკი­დუ­რე­სად კრი­ტი­კუ­ლად ხვდე­ბა.

“ერ­თა­დერ­თი, რის გა­მოც აფხა­ზეთ­ში, გაგრსა და სო­ხუმ­ში დამ­სვე­ნე­ბე­ლი ჩა­მო­დი­ო­და, ბუ­ნე­ბა იყო და ისიც ვე­ღარ შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს. პალ­მის მავ­ნე­ბელს ვე­ღარ უშ­ვე­ლეს და მოჭ­რა­ში იპო­ვეს გა­მო­სა­ვა­ლი. დღეს გა­მო­ვი­ა­რე, ათო­ბით პალ­მა ეგდო გზის პი­რებ­ზე. მთელ სო­ხუმ­ში 20-მდე მოვ­ჭე­რი­თო, არა­და, 50-მდე მხო­ლოდ მე ვნა­ხე. არა­ვინ ვი­ცით, ხვალ სად გა­ვიღ­ვი­ძებთ, რა რე­ა­ლო­ბა­ში, მაგ­რამ მა­ინც ღრმად გვძი­ნავს,” - წერს სო­ხუ­მე­ლი ცი­უ­რი ანუა.


“ოქ­ტომ­ბერ­ში ხომ აა­ნონ­სებ­და ეს უმ­სგავ­სო ოპო­ზი­ცია აქ­ცი­ებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­თხოვ­ნის მიზ­ნით, რას ელო­დე­ბი­ან, ფული აი­ღეს?!. არ მჯე­რა, ჩვენ არ გვყავს კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი კად­რე­ბი... უკვე დავ­რწმუნ­დი, რომ ამ ქვე­ყა­ნას არას­დროს ეშ­ვე­ლე­ბა, მაგ­რამ ვერც სი­ნათ­ლეს ვხე­დავ გვი­რა­ბის ბო­ლოს,” - წერს ირაკ­ლი სუ­ხუმსკი.


“გა­ი­ა­რეთ სა­ნა­პი­რო­ზე ქა­ლა­ქი­დან ერთი-ორი კი­ლო­მეტ­რის იქით, და­ბომ­ბი­ლია მთე­ლი ნა­პი­რი, - ვინ­მე აკონ­ტრო­ლებს რა რა­ო­დე­ნო­ბით თევზს იჭე­რენ ამ ქვე­ყა­ნა­ში ბრა­კო­ნი­ე­რე­ბი ან სად მი­აქვთ, ვის მი­აქვს, რითი იჭე­რენ და ან წლის რა დროს?.. აფეთ­ქე­ბე­ბის გამო დაყ­რუ­ე­ბუ­ლია მო­სახ­ლე­ო­ბა და სა­ნა­პი­რო­ზე ათ­მეტ­რა­ნი ორ­მო­ე­ბია გა­ჩე­ნი­ლი. ავ­დგეთ და ჩა­ვა­ბა­როთ ვინ­მეს ეს ქვე­ყა­ნა, მა­ინც ვე­ღარ ვუვ­ლით და ვიდ­რე სულ გა­პარ­ტა­ხე­ბუ­ლა, სხვა მა­ინც გა­მო­ი­ყე­ნებს,” - წერს ალ­ხაზ წვი­ნა­რია.


ambebi.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930