გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე, სამართალდამცავი უწყებები დგას ძალიან მყარად, ქვეყანაში არეულობის შემოტანის ნებისმიერ მცდელობას ექნება სათანადო რეაგირება

24-10-2024

რადიკალურ ოპოზიციას ექნება მცდელობა, რომ რაღაც არეულობა შემოიტანონ პროცესებში, მაგრამ ამის რესურსი მთლიანად ამოწურეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში" განაცხადა.


პრემიერის შეფასებით, ისინი ცდილობდნენ, დაეგროვებინათ რევოლუციური რესურსი ოქტომბერ-ნოემბრისთვის და დეკემბრისთვის, თუმცა მათ მოუწიათ ამ რესურსის მთლიანად განიავება მარტში, აპრილში და მაისში.


„რადიკალურ ოპოზიციას ექნება მცდელობა, რომ რაღაც არეულობა შემოიტანონ პროცესებში, მაგრამ ამის რესურსი მთლიანად ამოწურეს, მათ შორის, რასაც ჩვენ ვამბობდით თავის დროზე, რაც მოხდა მარტში, აპრილში, მაისში. ისინი ცდილობდნენ დაეგროვებინათ რევოლუციური რესურსი სწორედ ოქტომბერ-ნოემბრისთვის და დეკემბრისთვის, თუმცა მათ მოუწიათ ამ რესურსის მთლიანად განიავება მარტში, აპრილში და მაისში. შესაბამისად, ახლა მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ რამენაირად არიონ ეს ქვეყანა. რა თქმა უნდა, გაუჭირდებათ, შეეგუონ არჩევნების შედეგებს, მაგრამ საბოლოო ჯამში, მოუწევთ ამასთან შეგუება. ქვეყნის არევის არავითარი რესურსი მათ არ აქვთ. სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე, სამართალდამცავი უწყებები დგას ძალიან მყარად და ბოლომდე აღასრულებს და იცავს კანონს ამ ქვეყანაში. შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა, რომ არეულობა შემოიტანონ ქვეყანაში, იქნება სათანადოდ რეაგირების ქვეშ და ვერავითარი წარმატება ასეთ მცდელობებს ვერ ექნება", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930