გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენატორი ბენ კარდინი საქართველოს პარლამენტის მიერ „ოჯახური ღირებულებების“ კანონის მიღებას გმობს

24-10-2024

ამერიკელმა სენატორმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ბენ კარდინმა, განცხადება გაავრცელა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის მიერ „ოჯახური ღირებულებების“ კანონის მიღება დაგმო.


მისი მოსაზრებით, ეგრეთ წოდებული „ოჯახური ღირებულებების“ კანონი უფლებამოსილებას ანიჭებს ხელისუფლებას, აკრძალოს საჯარო ღონისძიებები, სიმბოლოები და მედია კონტენტი, რომელიც იძლევა ფართო ცენზურას და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას.


„რუსეთის შთაგონებით მიღებული ეს უკანასკნელი კანონი, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიიღო, კიდევ ერთი შემაშფოთებელი ნაბიჯია ადამიანის უფლებებისადმი საქართველოს ერთგულებისა და ევროატლანტიკურ დემოკრატიულ ღირებულებებთან მისადაგებაში. ე.წ. „ოჯახური ღირებულებების“ კანონი წარმოადგენს თავდასხმას შეკრებისა და სიტყვის თავისუფლებაზე.


შეერთებული შტატები გააგრძელებს მთავრობის მიერ დარბევის მონიტორინგის და პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ. საქართველოს ხალხი - თავისი ამაყი ისტორიით და თავისუფლების ღრმა სურვილით, იმსახურებს იმავე უფლებებს, რაც ამერიკაში გვაქვს და ჩვენი ქვეყანა მათ გვერდით დგას მომავლისკენ, რომელიც ყველასთვის დემოკრატიულ ღირებულებებსა და უფლებებს მოიცავს“, - განაცხადა ბენ კარდინმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031