გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: 2028 წლისთვის 130 მილიარდს გადააჭარბებს ქვეყნის ეკონომიკა, ამისთვის არის გათვალისწინებული კონკრეტული პროგრამები, პროექტები და დარწმუნებული ვართ, რომ ამ მიზანს ჩვენ წარმატებით შევასრულებთ

24-10-2024

2028 წლისთვის 130 მილიარდს გადააჭარბებს ქვეყნის ეკონომიკა, ამისთვის არის გათვალისწინებული კონკრეტული პროგრამები, პროექტები და დარწმუნებული ვართ, რომ ამ მიზანს ჩვენ წარმატებით შევასრულებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის განახლებულ პროგნოზის მიხედვით, 2024 წელს საქართველოს ექნება ფართო რეგიონში და მთლიანად ევროპაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა.


„მინდა, გამოვეხმაურო საერთაშორისო სავალუტო ფონდის განახლებულ პროგნოზს ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. არის განახლებული წლევანდელი პროგნოზი ასევე საშუალო ვადიანი პროგნოზი, რომლის მიხედვითაც 2024 წელს საქართველოს ექნება ფართო რეგიონში და მთლიანად ევროპაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა.


ასევე საშუალოვადიან პერიოდში 2024-2029 წლებში ჩვენს ქვეყანას ექნება ანალოგიურად ფართო რეგიონში და ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ჩვენი ეკონომიკური გუნდი ახორციელებს. კიდევ ერთხელ მინდა, თითოეულ თქვენგანს გადაგიხადოთ განსაკუთრებული მადლობა ამისათვის. რაც შეეხება წლევანდელ პროგნოზს, 2,5-ჯერ აჭარბებს ის ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელს. რაც შეეხება 2024-2029 წლებს, ამ შემთხვევაში, ჩვენი უპირატესობა არის დაახლოებით 1,6-ჯერ აღემატება ჩვენი პროგნოზი იმ პროგნოზს, რომელიც არის გათვალისწინებული სხვა კანდიდატი ქვეყნებისთვის.


ჩვენი ამოცანაა, რომ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ეს ტემპი. ჩვენ ყოველთვის გადაჭარბებით ვასრულებდით იმ პროგნოზს, რომელსაც წარადგენდა საერთაშორისო სავალუტო ფონდი. აქაც დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდა იქნება იმაზე მაღალიც კი, ვიდრე ეს არის პროგნოზირებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ. ჩვენ გვაქვს ამისათვის გაწერილი კარგად გააზრებული პროგრამა, რომლის მიხედვითაც 2028 წლისთვის 130 მილიარდს გადააჭარბებს ქვეყნის ეკონომიკა. ამისთვის არის გათვალისწინებული კონკრეტული პროგრამები, კონკრეტული პროექტები და დარწმუნებული ვართ, რომ ამ მიზანს ჩვენ წარმატებით შევასრულებთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930