გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსების 2024 წლის ანგარიშს აქვეყნებს

24-10-2024

საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსების მორიგ ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში არსებულ ტენდენციებს, გატარებულ პოლიტიკასა და სამომავლო გეგმებს მიმოიხილავს.


სების ინფორმაციით, მდგრადი დაფინანსების მიმართ გაზრდილი ინტერესის გათვალისწინებით და ეროვნული ბანკის მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისა და გეგმების გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მდგრადი დაფინანსების ანგარიშის გამოქვეყნება 2021 წლიდან დაიწყო.


როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, მდგრადი დაფინანსების ანგარიში ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი მდგრადი დაფინანსების მიმართულებით ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და გატარებულ პოლიტიკას აღწერს. აქვე წარმოდგენილია მიმდინარე და უახლოეს პერიოდში დაგეგმილი პროექტები.


მეორე ნაწილი კი მდგრადი დაფინანსების მიმართულებით ფინანსურ სექტორში არსებულ ტენდენციებს მიმოიხილავს. კერძოდ, გაანალიზებულია კომერციული ბანკების მიერ 2024 წელს ESG ფორმებში წარმოდგენილი ინფორმაცია. აღნიშნული ფორმების შევსება გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების გამჟღავნების სავალდებულო მოთხოვნის ფარგლებში 2021 წლიდან განხორციელდება. თითოეული ბანკის მიერ შევსებული ESG ფორმა ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.


სებში აღნიშნავენ, რომ ეროვნული ბანკი აქტიურად განაგრძობს მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარებას და მდგრადი დაფინანსების გზამკვლევში წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის შესრულებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930