გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდებებზე: მან შეგნებულად არ დაუტოვა ბიძინა ივანიშვილს დრო ბრალდებაზე საპასუხოდ, რადგან ჩანაფიქრია, რომ ამ ტყუილით ზემოქმედება მოახდინონ გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე

25-10-2024

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდებებს ეხმიანება, რომლის მიხედვით ბიძინა ივანიშვილს "მითვისებული“ აქვს ბიუჯეტიდან 400 მილიონი აშშ დოლარი, თუმცა ფაქტობრივად ვერაფერს ადასტურებს.


როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, გიორგი ბაჩიაშვილმა შეგნებულად არ დაუტოვა ბიძინა ივანიშვილს დრო ამ ბრალდებაზე საპასუხოდ, რადგან ჩანაფიქრია, რომ ამ ტყუილით ზემოქმედება მოახდინონ გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე.


„გავეცანი TV პირველზე გასულ გადაცემას „ნოდარ მელაძის შაბათის“ ანონსს, სადაც თანაინვესტირების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი საუბრობს ბიძინა ივანიშვილზე. გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს "მითვისებული“ აქვს ბიუჯეტიდან 400 მილიონი აშშ დოლარი თუმცა ფაქტობრივად ვერაფერს ადასტურებს. და მაინც სამართლიანად ჩნდება კითხვა - თუ ბაჩიაშვილისთვის ცნობილი იყო სახელმწიფო თანხების მითვისების ფაქტი, რატომ აცხადებს აღნიშნულის შესახებ ახლა, არჩევნების წინა ღამეს, როდესაც პასუხისათვის არ რჩება დრო ბიძინა ივანიშვილს?! ამაზე პასუხი მარტივია, მან შეგნებულად არ დაუტოვა ბიძინა ივანიშვილს დრო ამ ბრალდებაზე საპასუხოდ რადგან ჩანაფიქრია, რომ ამ ტყუილით ზემოქმედება მოახდინონ გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე. ბიძინა ივანიშვილი გიორგი ბაჩიაშვილის განულებული საქმიანი რეპუტაციის გათვალისწინებით, მის ამ უსამართლო ბრალდებებს ცხადია არ უპასუხებს და მერწმუნეთ მალე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, რომ გიორგი ბაჩიაშვილი ბოდიშით შეეცდება დაბრუნებას ბიძინა ივანიშვილთან, როგორც ლუკას სახარებაში მამასთან ბრუნდება უძღები შვილი“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930