გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: საქართველოს დაკავშირებადობის გაძლიერება წარმოადგენს ჩვენს უმნიშვნელოვანეს ამოცანას, დავიწყეთ შავ ზღვაზე ახალი პორტის მშენებლობა, ვაშენებთ ახალ საერთაშორისო აეროპორტს თბილისში, ვაფართოებთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს

25-10-2024

საქართველოს დაკავშირებადობის გაძლიერება წარმოადგენს ჩვენს უმნიშვნელოვანეს ამოცანას, განსაკუთრებით ახალი გეოპოლიტიკური გარემოებების პირობებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა.


მისივე თქმით, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ინტერნეტის კაბელის პროექტები ერთმანეთთან დააკავშირებს საქართველოსა და ევროკავშირის ბაზრებს.


"მაგალითად, ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, რომელიც გვაკავშირებს აზერბაიჯანსა და თურქეთთან. შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ინტერნეტის კაბელის პროექტები ერთმანეთთან დააკავშირებს საქართველოსა და ევროკავშირის ბაზრებს.


ჩვენ ასევე ვახორციელებთ მნიშვნელოვან ინვესტიციებს ინფრასტრუქტურის განვითარებაში. წარმატებით ავაშენეთ 300 კილომეტრის სიგრძის მაგისტრალები საქართველოში, ასევე, დავიწყეთ შავ ზღვაზე ახალი პორტის მშენებლობა.


ჩვენ, ასევე, ვაშენებთ ახალ საერთაშორისო აეროპორტს თბილისში, ვაფართოებთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს და ვაუმჯობესებთ მის შესაძლებლობებს,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუ Euronews-ის ეთერში დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გავა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031