გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
როგორ იცვლებოდა ოქტომბერში ლარის კურსი აშშ დოლართან - ჯამურად 1%-ზე მეტი გამყარება დაფიქსირდა

25-10-2024

მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლო კვირაში ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რასაც სებ-ის ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს.


სებ-ის მონაცემებით, 2024 წლის 1-ელ ოქტომბერს 1 აშშ დოლართან მიმართებით ლარი 2,73 ნიშნულზე დაფიქსირდა, 10 ოქტომბერს ლარის კურსი აშშ დოლართან 2,7451 ნიშნულზე იყო.


სებ-ის ოფიციალური მონაცემებით 20 ოქტომბერს ლარის კურსი აშშ დოლართან 2,7157 ნიშნულზე დაფიქსირდა და ბოლო კვირის განმავლობაში მცირედი გაუფასურების შემდეგ (23 ოქტომბერი - 1 აშშ დოლარი - 2.7262) გამყარება დაიწყო და 25 ოქტომბერს ლარი აშშ დოლართან მიმართებით სებ-ის მონაცემებით 2,7174 ნიშნულზეა.


ექსპერტთა განმარტებით, წინასაარჩევნო პერიოდისა და ამ პროცესისთვის დამახასიათებელი განწყობების ფონზე, ბოლო ერთი კვირა ვალუტა სტაბილურია და მხოლოდ ლარის მეათასედებში იცვლება. ხოლო ოქტომბრის დასაწყისიდან ჩვენ ვხედავთ, რომ ლარი დაახლოებით 3%-ით გამყარდა.


ექსპერტების პროგნოზით, აქვე აღსანიშნავია, რომ საარჩევნო განწყობების დასტაბილურების შემდეგ, ეროვნული ვალუტა დასტაბილურდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930