გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კობახიძე ოპოზიციაზე: სადღაც რომ მოიგებ 20 ხმით, ამაზე რომ ზეიმს იწყებ, სასაცილო მდგომარეობაში იყენებ საკუთარ თავს

26-10-2024

„წინა არჩევნებზე, საზღვარგარეთ „ქართულმა ოცნებამ“ საზღვარგარეთის უბნებზე აიღო 30%, თუმცა დამაჯერებლად გაიმარჯვა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 


პრემიერის თქმით, 2 საათში ილაპარაკებენ, რამდენ უბანზეც წააგებს ოპოზიცია საქართველოში.


„არის სულ ოთხი უბანი აღმოსავლეთის მხარეს, არის ავსტრალია, იაპონია და ა.შ, სადაც თითოეულში სულ 40-50 ამომრჩეველი მონაწილეობს. საერთო სურათი საზღვარგარეთის უბნებზე არის ხოლმე ასეთი. ბუნებრივია, საზეიმო არაფერი აქვს ოპოზიციას.


წინა არჩევნებზე, საზღვარგარეთ „ქართულმა ოცნებამ“ საზღვარგარეთის უბნებზე აიღო 30%, თუმცა დამაჯერებლად გაიმარჯვა. სადღაც რომ მოიგებ 20 ხმით, ამაზე რომ ზეიმს იწყებ, სასაცილო მდგომარეობაში იყენებენ საკუთარ თავს. არის რამდენიმე უბანი, სადაც ჯამში 200-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა და 2 საათში ვილაპარაკებთ, რამდენ უბანზეც წააგებს ოპოზიცია საქართველოში“, - აცხადებს საქართველოს პრემიერი. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930