28-10-2024
„არ შევალთ პარლამენტშიო, ნუ შემოვლენ, მე მათ მოვუწოდებ, ნუ შემოვლენ, არცერთი არ შემოვიდეს, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ იმუშავებს სამშობლოსთვის და არ დაუშვებს, რომ აგენტურამ ამ ქვეყნის საბოტაჟი განახორციელოს.
„კიდევ კარგი რომ ძალა ეყოთ ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს რომ არ დაექვემდებარებოდნენ ოპოზიციის მიერ განხორციელებულ ზეწოლას და საბოლოო ჯამში მათ თქვეს, რომ ეს იყო კონკურენტული არჩევნები.
არ შევალთ პარლამენტშიო, ნუ შემოვლენ, მე მათ მოვუწოდებ, ნუ შემოვლენ, არცერთი არ შემოვიდეს, სამუშაო გარემო მაინც იქნება და იმ საბოტაჟისგან ვიქნებით დაცულები, რასაც ისინი მთელი ამ წლების განმავლობაში ახორციელებდნენ.
ვურჩევ, საერთოდ ჩახსნან სიები, რომ მართლა პუფები არ გახდნენ და თავისი სიტყვები უკან არ და ვერ წაიღონ. რაც უნდათ ისე გააკეთონ, ჩვენ ჩვენი სამშობლოსთვის ვიმუშავებთ და არ დავუშვებთ, რომ აგენტურამ ამ ქვეყნის საბოტაჟი განახორციელოს“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.