გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გერმანელი დეპუტატი ანდრეი ჰუნკო: პატივი უნდა ვცეთ ქართველი ხალხის ნებას - ეჭვგარეშეა, რომ უმრავლესობამ მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი

28-10-2024

ქართველი ხალხის ნებას პატივი უნდა ვცეთ. ეჭვგარეშეა, რომ უმრავლესობამ მმართველ პარტიას დაუჭირა მხარი,- ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის წევრმა, ანდრეი ჰუნკო სოციალურ ქსელ X-ში წერს.


გერმანელი დეპუტატის განცხადებით, როგორც ელექტრონული, ასევე ხელით დათვლის შედეგად და პარალელური ხმის დათვლის მონაცემებით ქართულმა ოცნებამ 54% აიღო, ყველაზე ძლიერმა ოპოზიციურმა კოალიციამ კი 11%.


„პატივი უნდა ვცეთ ქართველი ხალხის ნებას , ეჭვგარეშეა, რომ უმრავლესობამ მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი. როგორც ელექტრონული, ასევე ხელით დათვლის შედეგად, ასევე პარალელური დათვლის მონაცემებით ქართულმა ოცნებამ 54% აიღო, ყველაზე ძლიერმა ოპოზიციურმა კოალიციამ კი 11%. მე ვაკვირდებოდი როგორც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ასევე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს. ინფორმაცია გარკვეული დარღვევებისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე მაშინაც იყო, ჩემი შეფასებით უფრო მეტი, ვიდრე ახლა. ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, რაიონში, ვიდეოზე აღბეჭდილი საარჩევნო ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევაზე ცენტრალურმა საარჩევნო ორგანიზაციამ მაშინვე მოახდინა რეაგირება. ასეთი ფაქტები საარჩევნო უბნების 90%-ში შეუძლებელი იყო, ვინაიდან, არჩევნები მიმდინარეობდა ელექტრონული აპარატის გამოყენებით, რომელიც ბიულეტენებს მხოლოდ ცალობით იღებდა. ყველა დარღვევაზე უნდა მოხდეს შესაბამისი რეაგირება, თუმცა ეს გავლენას არ ახდენს საარჩევნო შედეგზე. არჩევნების შედეგების პატივისცემისთვის არ არის აუცილებელი „ქართული ოცნება“ მოგწონდეს. არ აღიარება იქნებოდა, ქართველი ხალხის უმრავლესობის სურვილის უგულებელყოფა და დემოკრატიული პრინციპების დარღვევა“, - წერს გერმანელი დეპუტატი ანდრეი ჰუნკო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930