გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვიქტორ ორბანი: საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო

29-10-2024

თქვენ აუცილებლად გახდებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


ჟურნალისტის კითხვაზე, გახდება თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრი სახელმწიფო იმ განცხადებების ფონზე, რაც ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს ლიდერისგან ისმის, ვიქტორ ორბანმა ასე უპასუხა:


„ნუ იქნებით ასეთი დარწმუნებული, ზოგიერთი ქვეყანა ასე ამბობს, მაგრამ თქვენ აუცილებლად გახდებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფო,"- განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31