29-10-2024
ექსპერტი ნინო ფოჩხუა პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შესახებ, ოპოზიციის მიერ გავრცელებულ სხვადასხვა მოსაზრებებზე, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
ექსპერტი ოპოზიციის მხარდამჭერებს მიმართავს, რომ თავი არავის მოატყუებინონ.
მისივე თქმით, „ეს უღირსი ლიდერები პარლამენტშიც შევლენ და ხელფასსაც დასწრებაზე აიღებენ, რაც არ უნდა რუსი და პუტინი იძახოთ, ამ ქვეყნის განვითარებას და მის ევროპულ გზას ხელი არ შეეშლება”.
„დესტრუქციული ოპოზიციის და იმ ეშმაკთან შეჯვარებული ქალის მხარდამჭერებო, ნუ მოატყუებინებთ თავს ამ მავნებლებს, მოუსმინეთ პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგს თუ მისი არ გჯერათ, წაიკითხეთ კონსტიტუცია და ნახავთ, რომ გატყუებენ, კანონი სულ სხვას ამბობს და ამ ქვეყანაში არავინ აპირებს კანონის დარღვევას. ეს უღირსი ლიდერები პარლამენტშიც შევლენ და ხელფასსაც დასწრებაზე აიღებენ, თქვენ კი პირში ჩალაგამოვლებულებს დაგტოვებენ. რაც არ უნდა რუსი და პუტინი იძახოთ, ამ ქვეყნის განვითარებას და მის ევროპულ გზას ხელი არ შეეშლება!”, - წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.