30-10-2024
„ყველა ყალბისმქნელს რადიკალური ოპოზიციიდან, სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით, რომელმაც დიდი ხანია დაკარგა პოლიტიკური და მორალური უფლება, იწოდებოდეს პრეზიდენტად, მოუწევთ პასუხისგება მათ მიერ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციებზე არჩევნების გაყალბებაზე“, - ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
იგი ეხმიანება გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ცნობილი ხდება, რომ უწყებამ ცესკოს მიმართვის საფუძველზე არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე გამოძიება დაიწყო და გამოკითხვაზე სალომე ზურაბიშვილი დაიბარა.
როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, დიდი მხილების დრო მოდის და ამ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი მალე დადგება.
„ყველა ყალბისმქნელს რადიკალური ოპოზიციიდან, სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით, რომელმაც დიდი ხანია დაკარგა პოლიტიკური და მორალური უფლება, იწოდებოდეს პრეზიდენტად, მოუწევთ პასუხისგება მათ მიერ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციებზე არჩევნების გაყალბებაზე. დიდი მხილების დრო მოდის და იმაზე უფრო ადრე დადგება მათი პოლიტიკური, მორალური და შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი, ვიდრე მათ წარმოედგინათ“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.