გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგამოძიებო სამსახური: ე.წ. „ქოლცენტრების“ საქმესთან დაკავშირებით შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით ყადაღა დაედო საქმეში ფიგურანტი კონკრეტული პირების საბანკო ანგარიშებს

30-10-2024

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ე.წ. „ქოლცენტრების“ საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოს განჩინებით ყადაღა დაედო საქმეში ფიგურანტი კონკრეტული პირების საბანკო ანგარიშებს.


ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განმარტავს, რომ გამოძიება გრძელდება.


„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ ე.წ. „ქოლცენტრების“ საქმესთან დაკავშირებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სამსახური განმარტავს, რომ კანონით დადგენილი წესით, შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით ყადაღა დაედო საქმეში ფიგურანტი კონკრეტული პირების საბანკო ანგარიშებს.


დღეის მდგომარეობით გამოძიება გრძელდება და სამსახური საქმესთან დაკავშირებით პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.


შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევრებს, სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილს საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31