გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა ამერიკიდან მეთიუ მილერის ბრძანება მიიღო, რომ მის ხელთ არსებული მტკიცებულებით არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით გამოძიებას გაუზიაროს

31-10-2024

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი მეთიუ მილერის სალომე ზურაბიშვილისთვის მოწოდებას ეხმიანება, რომ გამოძიებას მის ხელთ არსებული მტკიცებულებები გაუზიაროს.


როგორც ნიკოლეიშვილი წერს, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა მგონი იცის, რომ უფროსების ბრძანებას შესრულება უნდა.


„სალომე ზურაბიშვილმა ამერიკიდან მეთიუ მილერის ბრძანება მიიღო, რომ მის ხელთ არსებული მტკიცებულებით არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით გამოძიებას გაუზიაროსო. ანუ ადექი, ჩაიცვი და საქართველოს პროკურატურაში მიბრძანდი ჩვენების მისაცემადო. ოპოზიცია კი იძახოდეს არ უნდა მივიდესო, ჩვენი დედინაცვალი სალომეო, თან მაგის ლაპარაკი რომ ვიცით, თან არაფერი ფაქტები, რომ არ გვაქვს დავიღუპებითო, მაგრამ უკაცრავად ეს მეთიუ მილერის ბრძანებაა. არც ის გამოვა საპარლამენტო მდივანი რომ გყავს ბატონი "იმიტომ" გაგზავნო, ან ვინმე ადვოკატი, სალომეო, დიახ, დიახ სალომე ზურაბიშვილიო-მეთიუმ. ეს ჩვენი არ გვაღელვებს ბატონი მეთიუ მილერის ნათქვამები, თორემ ზურაბიშვილს ხომ არ დაავიწყდა ან მისი უფროსი ვინ არის, ან თავი მართლა ვინმე ხომ არ ჰგონია, ან მისი შვილები სად და ვისთან მუშაობენ?! ასე, რომ როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა მგონი იცის, რომ უფროსების ბრძანებას შესრულება უნდა, თან უყოყმანოდ, თორემ უფროსებმა გაბრაზებაც იციან!


p.s. ისე მაინც ვერ ვისვენებ და ისევ რჩევას ვაძლევ ქალბატონს: არ წახვიდე პროკურატურაში, ხომ იცი არანაირი სერიოზული მტკიცებულება არ გაქვს და ძალიან გაბანძდები, ამიტომ არ ჯობია, იქით უცხოელ უფროსებს მიაფურთხო, როდემდე უნდა გათამაშონ თოჯინასავით, აქეთ კი ამ ოპოზიციას ბოლოს და ბოლოს გაიხსენე რას არ გეძახოდნენ, როგორ გაგინებდნენ და გლანძღავდნენ ... ორი თვის დედაც ვატირე, ადექი და გადადექი, გადადექი, დამიჯერე ეს მართლა ყველაზე კარგი გამოსავალია!”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930