გაიგე განსხვავებული

კვირა, აპრილი 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: დაიმხო თავზე ბაიდენის ადმინისტრაციამ, ამერიკული დემოკრატია და არჩევანის თავისუფლება

3-11-2024

„ჰელსინკის კომისიამ“ ჯერ საკუთარ ჩასვრილს, რომ მიხედოს და მერე გვიქნიოს თითი არა?“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.


მისი თქმით, დანიის სამეფოში განვითარებული მოვლენების შემდეგ საქართველოში ჩატარებული არჩევნების გაყალბებასა და საარჩევნო მანიპულაციებზე დასავლეთი არ უნდა საუბრობდეს.


„რაღაც დამპალა დანიის სამეფოში. ესენი გვესაუბრებიან ჩვენ, გაყალბებასა და საარჩევნო მანიპულაციებზე?!„ჰელსინკის კომისიამ” ჯერ საკუთარ ჩასვრილს რომ მიხედოს და მერე გვიქნიოს თითი არა? დაიმხო თავზე ბაიდენის ადმინისტრაციამ, ამერიკული დემოკრატია და არჩევანის თავისუფლება.


აკი, ტყუილად არ უთქვამს რონალდ რეიგანს - ფაშიზმი ლიბერალიზმის სახით მოვაო. ჰო და, ჯერ თქვენ ძირგამომპალ ლიბერალიზმს მიხედეთ და მერე გველაპარაკეთ მაღალ მატერიებზე!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930