17-01-2018
ჟურნალი "თბილისელები" მსახიობ ალეკო ბეგაშილის ინეტრვიუს ავრცელებს. გთავაზობთ, იმ ეპიზოდს, სადაც ბეგალიშვილი უკრაინელ, რუსსა და თანამედროვე ქართველ ქალებზე საუბრობს:
– ყოველთვის საქართველოში ხვდებით ახალ წელს?
– ერთხელ, ნიუ-იორკში ვიყავი მეგობრებთან ერთად და ვიმაიმუნეთ. დავყნოსე, მოვწიე, დავლიე (იცინის). ბროდვეიზეც "გავიტასავეთ." ერთმა, სახელს არ დავასახელებ, ფოტოები გადაიღო ბეტმენებთან და ვიღაცებთან, მაგრამ ფული არ გადაუხადა. მერე მთელი კოსტიუმირებული "სასტავი" ჩვენ მოგვდევდა, ფული მოგვეცითო (იცინის).
– ახალ წელს გოგოებთან დაკავშირებული ამბებიც ბევრია...
– იმ ღამეს "ისე მცემეეეს," რომ მოხდა, მეგობართან გოგოც მყავდა აყვანილი. ტრადიციული კახური ოჯახი იყო. მაგრამ, რადგან იქ დავრჩით, სადღაც ხომ უნდა დავწოლილიყავით და ერთ ოთახში დავწექით მე და ის გოგო. კი დავწექით, მაგრამ არაფერი მომხდარა, უბრალოდ, გვეძინა. ღამე რაღაც ხმები მაღვიძებს: "უ, მომიკვდეს თავი, უ, მომიკვდეს თავიიი," – მესმის. გავახილე თვალი და ვხედავ, ჩემი მეგობრის დედა მადგას თავზე (იცინის). ეგონა, რომ ეს გოგო შევაცდინე და ატყდა პანიკა. მაგრამ, მერე ავუხსენით, რომ უბრალოდ ვიწექით და დამშვიდდნენ (იცინის).
– ქართველი თუ უცხოელი გოგოები?
– უცხოელ გოგოებს ურთიერთობაში არ ვიცნობ. მაგრამ ჩვენი გოგოები არავის ჩამოუვარდებიან. მით უმეტეს, ახლა ისეთი გოგოები წამოვიდნენ. ჩემს დროს კი იყვნენ ცოტა ულვაშიანი გოგოები (იცინის). ახლა უფრო რაფინირებულები და გაფილტრულები არიან. ადრე, ალბათ, სექსი რომ არ ჰქონდათ თავის დროზე ნორმალურად და ბოქლომებით დადიოდნენ, ვერ ჰქონდათ ჰორმონები წესრიგში და ხან ულვაში გაეზრდებოდათ, ხან ცალი წარბი და ხან რა, აღარ გავაგრძელებ (იცინის). ახლა უფრო თავისუფლები არიან სექსშიც და საერთოდ, ყველაფერში.
– რუს და უკრაინელ გოგოებს არ იხსენებთ ხოლმე?
– რუსი გოგოები ჩემს თაობას მაინც ტკბილად ახსენდება. ალალი და უსაყვედუროო, ასე ვამბობოდით მათზე. ქართველს მაინც უნდა ელოლიავო და კოშკები აუგო, რომ რაღაც გამოიმეტოს. დღეს აღარ, მაგრამ პრინციპში, დღესაც ეგრეა – მაინც რაღაცას ითხოვენ შენგან. ქართველებს მაინც გენში გვაქვს გამზადებული "სტენკის" მომენტი, რაც რუსებს არასდროს ჰქონიათ. მათთვის ყოველთვის "მილი, დარაგოი" იყავი (იცინის). რუსები ჩევნს გოგოებთან შედარებით, ყოველთვის უფრო გახსნილები იყვნენ. მაგრამ, მე მაინც ქართველები მირჩევნია.
– ცოტა ხნის წინ განიხილავდნენ თემას – ქართველი ქალები ძალიან „გაბლატავდნენ,” ვითომ გენდერული თანასწორობის ჭრილშიო.
– სამწუხაროდ, ჩვენებმა ზომა-წონა არ იციან. რაღაცები რომ "პრადვინუტობა" ჰგონიათ, სინამდვილეში, "სიქაჯეში" გადასდით. ახლა "ბასიანზე" ოთახი გაიხსნა. ბნელი ოთახია, შედიხარ და სექსი გაქვს – კაცთან, ქალთან. მოკლედ. ვისთანაც გინდა და რომ გამოხიდარ, ვისთან იყავი, არ იცი. რამდენადაც მომწონს ამ თაობის გოგოები, იმდენად ვხვდები, რომ ზომა-წონაში "მაგრად ერხევათ". ცოტა ისეთი თვისებები აღმოაჩნდათ რა, გადამლაშება მაგრად "ტეხავს." რაც თავისუფლება ჰგონიათ, ჩემი აზრით, ეგ თავისუფლება არაა. თავისუფლება მარტო სექსუალურ აღვირახსნილობაში და ცხრა კაცთან სექსში არ გამოიხატება. ტიპებს ჰგონიათ, რომ თუ ასე ცხოვრობ, უფრო "პრადვინუტი" ხარ. ჩემი აზრით, ეგ უფრო გონებაშეზღუდულობაა, ვიდრე გონებაგახსნილობა. მე არ მსიამოვნებს ქალთან ურთიერთობა, ვინც ჩემამდე ცხრა კაცთან იწვა. უბრალოდ, არ მინდა, რამე ამკიდოს, თორემ სხვა კი არაფერი (იცინის).