გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივნისი 16, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე ქალაქ „ნოვი სადის“ რკინიგზის სადგურზე მომხდარი ტრაგედიის გამო სერბ ხალხს სამძიმარს უცხადებს

3-11-2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სერბეთში, ქალაქ „ნოვი სადის“ რკინიგზის სადგურზე მომხდარი ტრაგედიის გამო სერბ ხალხს სამძიმარს უცხადებს.


როგორც მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ში წერს, ქართველი ხალხი სოლიდარობას უცხადებს სერბ ხალხს.


„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ სერბეთს იმ ტრაგედიის გამო, რომელიც ქალაქ „ნოვი სადის“ რკინიგზის სადგურზე მოხდა. ტრაგედიამ იმსხვერპლა ადამიანთა სიცოცხლე და ასევე დაშავდა მრავალი ადამიანი. ქართველი ხალხი ამ რთულ დროს სოლიდარობას უცხადებს სერბ ხალხს“, - წერს პრემიერ-მინისტრი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30