გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქართული ღვინის კომპანიები "Daejeon International Wine Festival" მონაწილეობდნენ

4-11-2024

ღვინის ეროვნული სააგენტოს და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქალაქ დეჯონში საერთაშორისო ფესტივალზე "Daejeon International Wine Festival" ქართული ღვინის 8 მწარმოებლის, როგორც დიდი კომპანოების, ასევე მცირე მარნების ღვინო იყო წარმოდგენილი.


“ქართული ღვინის მსგავს მასშტაბურ ღონისძიებებზე წარდგენა ემსახურება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას.


სამდღიანი გამოფენის ფარგლებში, ქართველ ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი პროდუქცია წარედგინათ ადგილობრივი ღვინის

პროფესიონალებისთვის, რაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის წინაპირობაა.


ფესტივალს კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი თარაშ პაპასქუა დაესწრო.


კორეის რესპუბლიკაში ქართული ღვინის პირველი წარდგენა 2015 წელს გამოფენაზე „Seoul Interenational Wines and Spirits Expo“ გაიმართა. ამ წლების განმავლობაში განხორციელებული მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად, ექსპორტი მზარდია: მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოდან კორეის რესპუბლიკაში 68 ათასი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული, რაც 50%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს“ –აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930