გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი: ხატია დეკანოიძეს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი აქვს ნათქვამი, ეს ქვეყანა ერთხელ უკვე გაყიდა, იმისთვის, რომ პოლიციის ხელფასი მიეღო უკრაინაში და მისგან ამ ქვეყნის სიყვარულთან დაკავშირებით შენიშვნებს თუ განცხადებებს ვერ მივიღებ

4-11-2024

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბრიფინგზე გამოყენებულ საქართველოს რუკასთან დაკავშირებით ხატია დეკანოიძის რეაქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იმ ადამიანისგან, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობაზე უარი სხვა ქვეყნის სამსახურში ყოფნის გამო თქვა, შენიშვნას ქვეყნის სიყვარულთან დაკავშირებით ვერ მიიღებს.


„ხატია დეკანოიძეს ამ ქვეყნის მოქალაქეობაზე აქვს უარი ნათქვამი. ეს ქვეყანა ერთხელ უკვე გაყიდა, იმისთვის, რომ პოლიციის ხელფასი მიეღო უკრაინაში. ხატია დეკანოიძისგან ამ ქვეყნის სიყვარულთან დაკავშირებით შენიშვნებს თუ განცხადებებს ვერ მივიღებ. როგორც პასპორტი მოგვაგდო ქართველს ხალხს და წავიდა, რომ უკრაინის პოლიციელის ფორმა ჩაეცვა და იქ ხელფასი აეღო, მიხედოს თავის წარსულს და ვინმეს თუ პრობლემა აქვს ფერების აღქმაში სისულელეა, რა უნდა ვთქვა ამასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.


ინფორმაციისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრიფინგის დროს, ერთ-ერთ სლაიდზე გამოსახულ რუკაზე ოკუპირებული ტერიტორიები რუხი ფერით იყო აღნიშნული, რადგან ამ ტერიტორიებზე „ქართულ ოცნებას“ დელეგატები არ ჰყავდა და საპრეზენტაციო ეკრანზე ღია ფერი კამერებში კარგად არ აღიქმებოდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930