გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი: თავად ითხოვენ ხოლმე გამოძიების დაწყებას, გამოძიება იწყება და ნაცვლად იმისა, რომ რაიმე მტკიცებულება მიიტანონ, გვესმის კვლავ განცხადებები. ეს ადასტურებს იმას, რომ სინამდვილეში არანაირი მტკიცებულება არ აქვთ

5-11-2024

ეს არის ამ დეზინფორმაციის ნაწილი რაც არის თავდასხმა ქართულ არჩევნებზე, იმისთვის, რომ დემოკრატიის გვერდის ავლით მოხდეს ხელისუფლების შეცვლა, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებზე.


მისი თქმით, ამ და სხვა დეზინფორმაციის უკან, არასდროს დგას არცერთი ფაქტი, ან მტკიცებულება.


„თავად ითხოვენ ხოლმე რომ გამოძიება დაიწყოს, გამოძიება იწყება და შემდეგ ნაცვლად იმისა რომ მივიდნენ, ითანამშრომლონ და მიიტანონ თუ რაიმე მტკიცებულება აქვთ, გვესმის კვლავ კონკრეტული განცხადებები. ამ მხრივ ქალბატონი სალომე გამოირჩევა, რომელიც ვერ გაერკვა როგორ ხდება სისხლის სამართლის პროცესი - ის როდესაც დანაშაულში ვინმეს ბრალს დებს და შემდეგ ამაზე მიდის გამოძიება, მისი პასუხისმგებლობაა, რომ მივიდეს და თუ რაიმე მტკიცებულება აქვს წარადგინოს. ეს ადასტურებს იმას, რომ სინამდვილეში არანაირი მტკიცებულებები არ აქვთ, ეს მთლიანი ბლეფი რაც ჩაატარეს არჩევნებთან დაკავშირებით გაერთიანებულმა ოპოზიციამ და რამდენიმე მილიონერმა ენჯეომ, ქართველმა ხალხმა დაასრულა მაღალი აქტივობით და მილიონ ას ოცი ათასიანი მხარდაჭერით ქართული ოცნების მიმართ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930