გაიგე განსხვავებული

პარასკევი, აპრილი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი: მოძალადე ჯგუფები ჰყავდა „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმაგრებული სხვადასხვა უბანზე, უბნიდან უბანზე დადიოდნენ იმისთვის, რომ მოეწყოთ პროვოკაციები, რომლის მიზანიც იყო, რომ დაედგათ ვიზუალურად ძალადობის სცენები

5-11-2024

„მოძალადე ჯგუფები ჰყავდა „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმაგრებული სხვადასხვა უბანზე და თბილისში ამას ძალიან კარგად ვხედავდით, როდესაც უბნიდან უბანზე დადიოდნენ იმისთვის, რომ მოეწყოთ პროვოკაციები. განცხადებები დასჭირდა ჩვენი მხრიდან, რომ ვიცოდით ზუსტად რა ჯგუფები იყვნენ და როგორ გადაადგილდებოდნენ და იმ წუთშივე შეწყდა პროვოკაციები სხვადასხვა უბანზე, რომლის მიზანიც იყო, რომ დაედგათ ვიზუალურად ძალადობის სცენები ამა თუ იმ უბანთან საკუთარი პროვოკაციებით“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.


მისი თქმით, არჩევნების დღეს ოპოზიცია ცდილობდა ხელი შეეშალა „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისთვის, რომ მას ხმის მიცემა ვერ შეძლებოდა.


„ჩვენ ამავე დროს ვნახეთ კვლევის შედეგად, რომ იყვნენ ჩვენი მხარდამჭერები და 81 შემთხვევასთან დაკავშირებით უკვე მივმართეთ პროკურატურას, სადაც ჩვენი მხარდამჭერები მათი ნების გარეშე კომისიის წევრებად იყვნენ მიწერილი სხვადასხვა ოლქებში, მათი საცხოვრებელი ადგილის გარეთ და გაუჭირდათ მათ ხმის მიცემა. როდესაც მივიდნენ უბანზე აღმოაჩინეს, რომ თურმე „ნაციონალური მოძრაობის“ და „ლელოს“ წევრები არიან სხვა უბანზე. ამ 81 შემთხვევის მიღმა, კიდევ ათეულობით შემთხვევა აღმოვაჩინეთ, რომლითაც მივმართავთ პროკურატურას და ნახავს საზოგადოება თუ რა მეთოდებით მუშაობდა ოპოზიცია იმისთვის, რომ ხელი შეეშალა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვის, რომ ხმა მიეცა „ქართული ოცნებისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930